ნიუ-იორკის პროკურატურის ოფისი ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თაღლითობაში ადანაშაულებს.
ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის ოფისი ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, ლეტიცია ჯეიმსს სურს ყოფილი პრეზიდენტი 250 მილიონი დოლარით დააჯარიმოს და მის ოჯახს შტატში ბიზნესის კეთება 5 წლით აუკრძალოს.