“ყოველი გაწვიმებისას ჩემს ქუჩაზე და მოსახლეობის 90% ის ეზოში ასეთი მდგომარეობაა. სახლები ეტბორება ხალხს. არ მაინტერესებს რა იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, უკვე 10 წელია ხელისუფლებაში ხართ ჩემს ქუჩაზე ეს მდგომარეობა არ შეცვლილა. რამდენჯერ უნდა მოგმართონ ხალხმა ეს პრობლემა რომ მოგვარდეს? საერთოდ საიათნოვას ქუჩა არც ყოფილი მერისთვის არსებობდა სამტრედიის რუქაზე და ფაქტია არც დღევანდელისთვისაა. ელემენტარულად არხების გაწმენდაა საჭირო. თბილისის ქუჩა ვერ ატარებს წყალს და ვართ ასეთ მდგომარეობაში.
ეხლა გეკითხებით პატივცემულებო სამსახურში როგორ წავიდე? ეზოში ვერ ჩამოვდივარ ქუჩაში ვერ გადავალ მიაქვს წყალს ყველაფერი. არადა ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს”,_ სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ამ პოსტს აქვეყნებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი, ქეთევან ივანაშვილი.
დღეს დილით მოსულმა ხშირმა ნალექმა სამტრედიაში სტიქიური მოვლენები გამოიწვია, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობამ საკუთარი ეზოებიდან პრაქტიკულად გამოსვლა ვერ შეძლო.
ავტორი