მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი 35 წლამდე კაცებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ოკუპირებული რეგიონები და წასვლა სცადონ ან ზაპოროჟიეში ან ყირიმის გავლით საქართველოში წავიდნენ, რადგან რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალის გამოყენებით აგროვებენ უკრაინელებს საომრად.
“️35 წლამდე მამაკაცებისთვის რეკომენდებულია დაუყოვნებლივ დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და წავიდნენ ყირიმი-საქართველოს მარშრუტზე.
ოკუპანტების მიზანია ჩვენი კაცების, როგორც „იარაღის ხორცის“ ფრონტზე მობილიზება.
2014 წელს, ე.წ. LPR / DPR დამპყრობლებმა მოაწყეს ნამდვილი ნადირობა მამაკაცებზე. იგივეს გააკეთებენ ზაპორიჟჟისა და ხერსონის რეგიონებში.
!! ️აუცილებელია ახლა ან ზაპოროჟიესკენ გასვლა, ან ალტერნატიული მარშრუტის არჩევა – საქართველოსკენ დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. დრო იწურება!”_ ნათქვამია ფედოროვის მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.