რუსები ოდესის რეგიონს ირანული კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხერთის სარდლობა ავრცელებს.
“ოდესის რაიონში მტერმა კამიკაძეების მორიგი შეტევა გაგზავნა. სამივე აგრესორი თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს“, – ამბობს უწყება.
ცნობისთვის, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 ირანული კამიკაძე დრონი გაანადგურეს.
ავტორი