აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, რადგან შეერთებული შტატები ამზადებს ახალ სანქციებს დასაწესებლად მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინის ახალ ტერიტორიების ანექსიებს მოახდენს.
წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან საუბრისას, ბაიდენი უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. “რეფერენდუმებს” აბსოლუტურად ცრუს უწოდებს და ამბობს, რომ მათი შედეგები კრემლის მიერაა მომზადებული.
შეერთებული შტატები მუშაობს მოკავშირეებთან სანქციებზე, რათა დაწესდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ახალ ტერიტორიებს ანექსიებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს დაიწყებს უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან ანექსიას და აშშ–ის პასუხი, სავარაუდოდ, მალე მოჰყვება.
“მსურს, ვიყო ძალიან მკაფიო ამ საკითხის მიმართ. შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტური ტყუილი. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიურად, რამდენადაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე თავისუფლების დასაცავად. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, არის გაერო–ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა” – ამბობს ჯო ბაიდენი
შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს.
ავტორი