ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფომაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, დიდი ალბათობით, სრულად ალყაში მოაქციეს.
როგორც ISW წერს, 29 სექტემბრის მონაცემებით, რუსული წყაროები მიუთითებდნენ, რომ უკრაინულმა ჯარებმა, სავარაუდოდ, დაასრულეს რუსული დაჯგუფების შემოვლა ლიმანში.
ცნობილი რუსი სამხედრო კორესპონდენტი იტყობინება, რომ უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანის ჩრდილოეთით 10 კილომეტრში მდებარეობს. მათ გაჭრეს ტორსკე–დრობიშევეს გზა, რომელიც არის მიწოდების და გასვლის ბოლო მარშრუტი რუსული ელემენტებისთვის, რაც აკავებს ხაზს ლიმანის დასავლეთით. კორესპონდენტმა აღნიშნულ სიტუაციას უწოდა “უკიდურესად მძიმე” BARS-13 რაზმის და მე-20 გაერთიანებული არმიის 752-ე მოტორიზებული შაშხანის პოლკის ელემენტებისთვის, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, იცავენ დრობიშევის და ლიმანის მიდამოებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ანგარიშში წერს, რომ კიდევ ერთი რუსი ბლოგერი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები უტევდნენ ლიმანს სამი მხრიდან და შეწყვიტეს რუსეთის წვდომა სვატოვე–ლიმანის კრიტიკულ გზაზე, რომელიც არის ძირითადი სახმელეთო კომუნიკაციის ხაზი (GLOC), რომელიც მხარს უჭერს რუსულ დაჯგუფებას თავად ლიმანში.
რამდენიმე მილბლოგერმა განაცხადა, რომ ლიმანის დაცემა უკრაინული ჯარების მხრიდან გარდაუვალია, რუსული ძალების დაუყოვნებლივი გაძლიერების გარეშე. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 29 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვიდი სატანკო ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა ახლად მობილიზებული და დაბალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ, განლაგდა ლიმანის რაიონში სატანკო იარაღის სათანადო საცეცხლე მომზადების გარეშე და მოხვდა საგზაო შემთხვევის დროს. ასე, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე განლაგება მოხდეს.
ამასთან ერთად, ლიმანში დარჩენილი რუსეთის ქვედანაყოფები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ლიმანის დაკარგვას ცუდი შედეგები მოჰყვება ჩრდილოეთ დონეცკსა და დასავლეთ ლუგანსკში განლაგებული რუსი სამხედროებისთვის და შესაძლოა უკრაინის ძალებს მისცეს საშუალება საფრთხე შეუქმნას მათ პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთსა და სევეროდონეცკი–ლისიჩანსკის მიმართულებით.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლიმანის პოტენციური დაკარგვასთან, აქ არსებულ დანაკარგებთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს, არ ქმნიან საინფორმაციო პირობებს.
ავტორი