თუ მამაკაცი ჯიუტი და ჭირვეული არსებაა, მაშინ ქალი მომთვინიერებლის როლში გამოდის. იშვიათია ქალი, რომელიც ამას კარგად და უშეცდომოდ ახერხებს. თუმცა, სურვილი ყველას აქვს. ვერაფერი სასიამოვნოა, როცა „მომრჯულებლის“ სტატუსი გაქვს, მაგრამ, თუ ურთიერთობის მართვის სადავეებს ხელში არ აიღებთ, ის აუცილებლად მოეშვება, მოშვებულ ურთიერთობას კი კარგი არაფერი მოჰყვება.
პერიოდი, როცა მამაკაცი მთელი ძალ-ღონით ცდილობს სასურველი ქალბატონის გულის მოგებას, მაშინვე ჩაბარდება ხოლმე წარსულს, როგორც კი ეს ქალბატონი მის სახლში დაიდებს ბინას. გაუგებარია, რატომ იცვლება მამაკაცი ასე ელვის სისწრაფით და რადიკალურად. არცთუ იშვიათად, ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ დამნაშავენი თავად ვართ, რადგან, დროულად ვერ შევიცანით მისი რეალური სახე.
„საყვარელო… მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,“ რჩება მოგონებად, რასაც, ჩვეულებრივ, სევდაც ახლავს ხოლმე. სამწუხაროდ, მამაკაცებს კიდევ ერთი უარყოფითი ჩვევა აქვთ – თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს არაფერი ესმით და ვერაფერს ხვდებიან. პრინციპში, რამდენიც არ უნდა იწუწუნო, არ მოგისმენს. მისი მშვიდი ჭირვეულობა აუცილებლად აჯობებს თქვენსას და არაფერი გამოგივათ… მაგრამ, არ დანებდეთ, ნუ დაიკრეფთ გულზე ხელს და ნუ იოხრებთ! ისწავლეთ ისე მოქცევა, რომ მამაკაცი ნელ-ნელა დაუბრუნდეს „საწყის პოზიციას“, თანაც – ნებაყოფლობით.
ავტორი