სენაკში საარჩევნო უბნები ზუსტად რვა საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
რაც შეეხება პირველად შედეგებს, ჯერჯერობით, უცნობია.
ამ წუთებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. სენაკის საკრებულოს წევრობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ზაზა ყურაშვილი და პარტიიდან – „სოციალური სამართლიანობისთვის“ მამუკა ტუსკაძე. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
სამივე უბანზე სულ 2 307 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს,პირადი განცხადების საფუძელზე შეუწყდა.
ავტორი