დუმის დეპუტატის, ანდრეი გურულიოვის თქმით საწყობებიდან მილიონ–ნახევარი სამხედრო ფორმის ნაკრები გაქრა.
“ჯერ კიდევ არ ვიცით სად წავიდა“, – თქვა გურულიოვმა
Svoboda წერს, რომ რუსეთში მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რეგიონებიდან რეგულარულად მოდის ცნობები სამხედროებისთვის საბაზისო უნიფორმის, პირველადი დახმარების ნაკრების, ფეხსაცმლისა და სამხედრო ფორმის არარსებობის შესახებ.
,,ეს ყველაფერი იქ იყო, სად აორთქლდა? ამას ვერსად ვერავინ ახსნის!” – აღნიშნა დეპუტატმა.
24 სექტემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ სხვა სამუშაოზე გადადის, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე. ის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებდა, ახალი თანამდებობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსეთის მოქალაქეები მასიურად ცდილობენ მობილიზაციას თავი აარიდონ და ქვეყანა დატოვონ.
ავტორი