ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულში. ლევან ხაბეიშვილის მისვლას სოციალური მომსახურების სააგენტოში, კონფლიქტი მოჰყვა.
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.
“ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ხელფასი 4000 ლარი აქვს – მისი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას. ეს მაშინ, როცა 5000 მომლოდინეა ხარაგაულში დახმარების მომლოდინეთა რიგში.
მათ და მათ კოლეგებს, ყველა მთავრობის წევრს მინდა ვუთხრა – არ დაგითმობთ არც ამ ქვეყანას, არც ამ ქვეყნის ბიუჯეტს, ფულს, რომელსაც პარავთ საქართველოს მოსახლეობას”,_ ამბობს ხაბეიშვილი.
ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტოკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები ხაბეიშვილს და მისი გუნდის წევრებს წასვლას სთხოვდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
ფოტო: იმედი