უკრაინის შეარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 ოქტომბერის დილას, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ 41 გაანეიტრალა.
,,ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაუშვა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 41 გაანეიტრალა.
შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად.
თუმცა, მტრის შეტევა გრძელდება.
ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!“ – ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბერის დილას რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს, ასევე რუსმა აგრესორებმა ღამით ზაპოროჟიე, დენპროში, ოდესა, ლვოვი და ხარკოვი დაბომბერს. დაბომბილია სამოქალაქო ობიექტები.
ავტორი