უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხარკოვის რეგიონში „ ვაგნერის “ PMC-ის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.
SBU-მ სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი შედეგების ვიდეო კადრები გამოაქვეყნა.
როგორც Unian წერს, უშიშროების სამსახურმა, დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია ЦСО „A“-ს სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა ადგილმდებარეობის საჰაერო დაზვერვით და ელვისებური იერიშით.
“ლიკვიდირებულია 200 სამხედრო, კიდევ ოთხი – ტყვედ არის აყვანილი, მათ შორის არის DRG-ის მეთაური, რომელიც უკვე გადასცემს SBU-ს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, მათ შორის – ოკუპანტების მიერ მოწყობილი უკრაინელების წამების კამერების შესახებ“, – ამბობს უშიშროების სამსახური.
რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.
ავტორი