აფეთქებები ისმის ხმელნიცკის და ოდესის რაიონებში, სადაც მუშაობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა, – ამის შესახებ ხმელნიცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გამალიმ განაცხადა.
„აფეთქებების ხმა ისმის ხმელნიცკის რაიონში, სადაც საზენიტო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!“, – აღნიშნა განაცხადა გამალიმ.
ასევე ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 3 კამიკაძე დრონი, მანაც მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა
“მტერი აგრძელებს ჩვენს და მეზობელ რეგიონებზე თავდასხმის მცდელობებს. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 3 კამიკაძე დრონი. ამჟამად საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს. გთხოვთ, დარჩით თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმა ხორციელდება, “- თქვა მარჩენკომ.
ავტორი