რუსეთის სამთავრობო მედიის ,,რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში, ოქტიაბრსკის დასახლებაში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.
გამოცემა წერს, რომ დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი.
” ბელგოროდის რაიონის სოფელ ოქტაბრსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – ნათქვამია საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთმა პარასკევს დილით განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები ჩამოაგდო ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ოკუპანტი ქვეყანა ამბობს, რომ ნამსხვრევები რკინიგზის მიმდებარედ ჩამოვარდა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ბელგოროდის საცხოვრებელ კორპუსზე მიყენებული ზიანის გამო. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა რაკეტა გაუშვა ხარკოვის მიმართულებით, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.
ავტორი