ქალაქ ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.
„როგორც დაგპირდით, დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა. მჯერა, ეს ადგილი ჩვენს ქალაქში ყველა თაობის ადამიანისთვის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია დასვენებისა და განტვირთვისთვის,”- აღნიშნა მერმა.
არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვითა და შენარჩუნებით, აქ მოეწყობა რეკრეაციული ზონები, გაკეთდება სასეირნო ბილიკები, განთავსდება დასასვენებელი სკამები და დამონტაჟდება ლამპიონები; პარკი სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
(R)