ირანმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთს უკრაინაში, ომში გამოსაყენებლად დრონებს აწვდის. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, ისინი ომში მყოფი ქვეყნების არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდიან.
„ირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის არ არის მხარე რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და არცერთ მხარისთვის არ გაუგზავნია იარაღი. ქვეყნდება ახალი ამბები, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ საკითხებს.
მწარე ირონიაა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც მილიონობით დოლარის იარაღს ახორციელებენ ომის ერთ მხარეს, დაიწყეს პროპაგანდისტული ომი ირანის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნასერ ქანაანმა, ირანული სახელმწიფო მედიის IRNA-თან ინტერვიუში.
შაბათს, 15 ოქტომბერს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ–აბდოლაჰიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს „არ აქვს და არც აპირებს“ უზრუნველყოს რაიმე იარაღი უკრაინაში გამოსაყენებლად.
უარყოფა მოჰყვა კიევისა და აშშ–ს მტკიცებას, რომ კრემლმა გამოიყენა ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავები ფატალური თავდასხმების სერიაში, რომელიც მან ორშაბათს უკრაინაში დაიწყო, სადაც სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების “შადედ-136″ – ცნობილი როგორც “კამიკაძე დრონი“, უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.
დღეს დილიდან უკრაინის მხარე ამბობს, რომ “კამიკაძე” დრონებით თავდასხმა მოხდა კიევზეც.
ავტორი