ოზურგეთის ჭადრების ბაღში, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, რამდენიმე ჭადარს და მარადმწვანე ხე-მცენარეს, საგრძნობლად დაუზიანდა ფესვები.
_მეტი სიფრთხილით არ უნდა მოეკიდნონ ჭადრებს? დაუგლიჯეს ფესვები. რა გადაარჩენს ამათ? _ ღიად გამოთქვამენ საყვედურს ჭადრების ბაღში მოსიარულე ოზურგეთელები.
„გურია ნიუსი“ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შემსრულებელი კომპანიის „ჯორჯიან სთოუნის“ წარმომადგენერლს, ილია ხალვაშს ესაუბრა:
_ჩვენ არ ვმოქმედებთ გაუფრთხილებლად და უპასუხისმგებლოდ. არ ხერხდება სხვანაირად. ქვაფენილზე ვერ გადმოვიდოდით. ერთ მხარეს მოხდა ფესვებთან შეხება. თუმცა, ფესვთა სისტემა ამით არ დაზიანდება და ხეები ნამდვილად არ გახმება. თავად საუბრობენ უფრო უპასუხისმგებლოდ, _ გვითხრა მან.
ილია ხალვაშმა ასევე გვითხრა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, თუ კიდევ დამატებით რაიმე არ დაავალეს, ახალ წლამდე დასრულდება.
ავტორი