“მორალური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი ომს აგებს”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისaრმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად იზოლირებულია. ასევე მან თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც მინისტერიალი მიიღებს, არის უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში და საწვრთნელი მისია.
,,დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზომებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მივიღებთ, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშსა და საწვრთნელ მისიას ეხება. იმედი მაქვს, ყველა თანახმა იქნება. ომის სოციალურ–ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი კი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს ვნახეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“,– განაცხადა ბორელმა.
ავტორი