ხულოში, სოფელ ღურტაში კაცს ხე დაეცა და დაიღუპა, ის 42 წლის იყო.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, კაცი ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა ბენზო ხერხით და ხე დაეცა.
შსს-ს ამ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.
წყარო: batumelebi