19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინგლისური გრანდები “სიტი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.
ამის შესახებ კითხვა იტალიური გუნდის სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის დაუსვეს, რომელმაც ეს ამბავი არ დაადასტურა.
ჯუნტოლიმ “სპორტ ექსპრესს” უთხრა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გავრცელებული ამბავი ტყუილია.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ხელფასის გაზრდას აპირებს.
წყარო: sportall.ge