გურიაში, ოზურგეთში, კვლავ წვიმს. ქალაქის ქუჩებში სანიაღვრე არხებიდან წყალი გადმოდის დაარათუ რიგით მოქალქეებს, ტრანსპორტსაც უჭირს გავლა და ნელა მოძრაობენ.
_ხან ისეთ კოკისპირულს წამოუშენს, დიდხანს რომ გაგრძელდეს, წარღვნას დაემსგავსება. კიდევ კარგი, დრო და დრო ნელა წვიმს, – ამბობენ ქუჩაში დილაადრიან გამოსული და სხვადასხვა საქმეზე მიმავალი ოზურგეთელები.
წვიმისგან სოფლებში, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ადიდებულია ღელეები. ნიაღვრებმა, როგორც ყოველთვის, მეტ–ნალლებად დააზიანა შიდა გზები. იმედია, მალე გადაიღებს და დედაბუნება გვაცლის საშემოდგომო სამუშაოების დასრულებას, – ამბობენ სოფლების მცხოვრებლები.
„გურია ნუსი“ არკვევს, რა ხდება მთის ზონის სოფლებში და მალე მოგაწვდით ინფორმაციას.
ავტორი