ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება და ფასადების მოხატვა თემატური გრაფიკით; ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა; რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის ქუჩას, ჭადრების პარკს და თეატრის წინ მდებარე მოედანს; მიმდინარეობს ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა – გზის, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
(R)