ირანელი ინსტრუქტორები ჩაიყვანეს ბელარუსში, სადაც ისინი ამზადებენ რუს სამხედროებს და კოორდინაციას უწევენ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსიის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იუწყება.
,,ბოლო მონაცემებით, რუსებმა სრულად აიღეს კონტროლი ბარანოვიჩისა და ლიდაში მდებარე საჰაერო ბაზებზე და აგრძელებენ მათ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად. ამავდროეულად, გომელის რაიონის სოფელ მიკულიჩში შენიშნეს ირანელი ინსტრუქტორების ჯგუფი, IRGC-ის ოფიცრები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ეროვნული გვარდიისა და FSB-ის ოფიცრების გაძლიერებული დაცვის ქვეშ,“ – ნათქვამია განცხადებაში
ბელარუსი პარტიზანების ინფორმაციით, სწორედ ეს ინსტრუქტორები კოორდინაციას უწევდნენ შაჰედ-136 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვებას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კიევში, უკრაინის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში.
ავტორი