ოზურგეთის სასწრაფოში თავგატეხილი კაცი მიიყვანეს. წამალი, მოკერვა, ბინტი _ ჩამოუყარეს ანგარიში და 20 ლარი გამოუვიდა გადასახდელი.
ატეხა ისტერიული სიცილი, ვერ გააჩერეს.
_ რაა აქ სასაცილო, შე კაცო, გადეირიე?
_ 5 ლარი არ მქონდა და იმიზა გამიტეხეს აი თავი”, _ გურული ხუმრობა სოციალურ ქსელში ვრცელდება.