ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს” განუცხადეს, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 50 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 6 სტაციონარში, 44 კი ბინაზე მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 24323 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24177, ხოლო გარდაცვლილია 96.