2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან , ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე. – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომიტეტი, OSINT-ის მკვლევარების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
OSINT-ის ინფორმაციით, განადგურებულ რუს ოფიცრებს შორის არის ორი გენერალ-ლეიტენანტი და რვა გენერალი. ამავდროულად, ლიკვიდირებული მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია.
“უკრაინაში 1402 რუსი ოფიცრის დენაციფიკაცია მოხდა (ეს არის დაახლოებით 5,7 ადამიანი დღეში). უფრო მეტიც, უფროსი ოფიცრები მთლიანი რაოდენობის 26%-ს შეადგენენ”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომში, ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 პოდპოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 ჯარისკაცი.
ავტორი