ოზურგეთს ისტორიული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უბრუნდება”,_ ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე გააკეთა. “:დღევანდელ სხდომაზე მინდა განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ოზურგეთს დავუბრუნოთ ისტორიული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“! ახალი ინსტალაცია აღნიშნული წარწერით, კვლავ გმირთა მოედანზე, ახალ ლოკაციაზე განთავსდება. ეს იყო ჩვენი დაპირება და მოხარული ვარ, რომ დადგა დრო, როდესაც ეს პირობაც სრულდება. მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ ინიციატივას საჯარო მხარდაჭერა პეტიციით გამოუცხადეს,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ. ინფორმაციისთვის, “გურია ნიუსზე“ გავრცელდა ოზურგეთელის გიორგი მეხუზლას პეტიცია. ოზურგეთელების დიდი ნაწილი ითხოვდა წარწერის დაბრუნებას.
ავტორი