უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს “ენერგეტიკულ ტერორიზმში” ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, უკრაინის ელექტროსადგურებზე მიტანილი იერიშების შედეგად 4.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში, რუსეთმა უკრაინის ელექტროსადგურებზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო და უპილოტო იერიშები განახორციელა.
უკრაინის მთავრობა იძულებული გახდა, მოსახლეობას მოუწოდოს, ეცადონ ენერგიის ზომიერად გამოყენებას.
„დაახლოებით 4,5 მილიონი მომხმარებელი დროებით გათიშულია ენერგიის მოხმარებაზე. ის ფაქტი, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ტერორიზმს მიმართავს, ჩვენი მტრის სისუსტეს აჩვენებს. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე, ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით”,_ თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხუთშაბათს ღამის გამოსვლაში.