ეს არის ფაქტები… თქვენ შეგიძლიათ, არც დაიჯეროთ, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის.
ნიუ–იორკში გაიხსნა სკოლა, სადაც ძაღლებს „აიპადის” მოხმარებას ასწავლიან. ერთსაათიანი გაკვეთილი 50 დოლარი ღირს. ამბობენ, ოთხფეხა მეგობრები საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლეები არიანო.
ქალი საბოლოოდ მწიფდება და მისი აზროვნებაც სრულიად ყალიბდება 32 წლის ასაკში. მამაკაცები კი სრულ სიმწიფეს მხოლოდ 43 წლის ასაკში აღწევენ.
ბრიტანეთში ავიამგზავრების 28 პროცენტი დარწმუნებულია, რომ წყალი არ არის სითხე, ამიტომ, მისი ბორტზე ატანა დასაშვებია. შესაბამისად, ძალიან აპროტესტებენ, როცა აეროპორტის ადმინისტრაცია ამას უკრძალავს.
მამაკაცები, რომლებსაც აქვთ მყარი ოჯახი და მეუღლესთან სექსით ხშირად არიან დაკავებულნი, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ორჯერ მეტ წარმატებას აღწევენ კარიერაში და მათი ხელფასიც, საშუალოდ, 5 პროცენტით მაღალია.
ავტორი