APNEWS-ის ინფორმაციით, პირველადი დასკვნები ვარაუდობს, პოლონეთის აფეთქება გამოწვეული იყო უკრაინული ძალების მიერ შემომავალ რუსულ რაკეტაზე გასროლით. ამის შესახებ გამოცემა ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის,პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მომხდარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.