BLOOMBERG-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა დასავლური ქვეყნები მსოფლიო ისტორიის ხელახლა დაწერის, რუსეთის “დასუსტებისა” და მისი სუვერენიტეტის შელახვის მცდელობაში.
პუტინის თქმით, “მითების დარგვა” ნაწილობრივ პასუხისმგებელია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
მაუწყებლის ინფორმაციით, პუტინმა ამის შესახებ 15 ნოემბერს ისაუბრა.
„ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გადაწერონ და შემოაბრუნონ მსოფლიო ისტორია, სულ უფრო აგრესიული ხდება და, ზოგადად, აშკარა მიზანი აქვს ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებაში, ჩვენი დაყოფის, ჩვენი საცნობარო პუნქტების წართმევის და საბოლოოდ, რუსეთის დასუსტების და მის სუვერენიტეტზე გავლენის მოხდენის, არსებითად, სუვერენიტეტის შესუსტების“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გამარჯვების დღის ორგანიზების კომიტეტის სხდომაზე.
„ისტორიის დამახინჯება, მითების დაწესება, ღირებულებების ეროზია: მრავალი თვალსაზრისით, ეს – ეს მითები – არის ამოსავალი წერტილი ქვეყნებისა და ხალხების წონასწორობის დასაკარგავად“, – თქვა პუტინმა.
„ეს სცენარი, როგორც ვხედავთ, უკვე აპრობირებულია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში. იყო იგივე მცდელობები ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ დროულად და მტკიცედ გავუწიეთ წინააღმდეგობა ჩვენი ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა პუტინმა.