საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
როგორც BBC იუწყება, ამის მიზეზი კი ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმის მიღება გახდა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ MRI სკანირებამ დაადასტურა ბარძაყის კუნთის დაზიანება “რასაც დასჭირდება სამკვირიანი გამოჯანმრთელების პერიოდი”.
საფრანგეთი D ჯგუფშია და ავსტრალიას 22 ნოემბერს, დანიას 26 ნოემბერს და ტუნისს 30 ნოემბერს დაუპირისპირდება.
მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ორშაბათამდე უნდა დაასახელოს შემცვლელი და 34 წლის ბენზემას ტრავმა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 97 მატჩში 37 გოლი გაიტანა, კიდევ ერთი დარტყმაა მსოფლიო ჩემპიონატის მფლობელებისთვის.
ტრავმის გამო ისინი უკვე ნახევარმცველების პოლ პოგბასა და ნ’გოლო კანტეს გარეშე არიან, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი რაფაელ ვარანი, რომელმაც ბოლო ხუთი საკლუბო მატჩი გამოტოვა, ფორმაში ჩადგომას ცდილობს.