ურთიერთშელაპარაკება ზუგდიდში, მსხვერპლით დასრულდა.
15 წლის მოზარდი, არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.