მომავალი მწერალი ნიუ–ჯერსის შტატში, ქალაქ ბეიოუნში, გაიზარდა, სადაც მამამისი გემებზე მტვირთავად მუშაობდა.
პატარაობისას ურჩხულებზე დაწერილ მოთხრობებს სამეზობლოში სხვა ბავშვებზე ყიდდა – თითოეულს პენიდ. მარტინს ამ საქმისთვის თავის დანებება მაშინ მოუხდა, როცა მის ერთ–ერთ “კლიენტს” ღამის კოშმარები დაეწყო, ამბავმა კი ჯორჯის დედის ყურამდეც მიაღწია.
მარტინმა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ფენტეზის ჟანრის პროზა განავითარა, თუმცა, ამასთან, კომიქსების დიდი მოყვარულიცაა და ამ სახის ლიტერატურას მიაწერს თავისი კარიერის დაწყებასაც
2009 წელს მარტინმა ნიუ–მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა–ფეში, სახლი იყიდა. ახალშეძენილი სახლი მისი ბინის მახლობლად მდებარეობდა და იქ მწერალმა სამუშაო სივრცე მოიწყო. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯორჯმა თავისი ბიბლიოთეკისთვის კოშკურის აგებაც მოიწადინა. მართალია, მეზობლებმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება არ მისცეს, სასურველი სიმაღლის კოშკი აეგო, თუმცა, მარტინმა ჩანაფიქრი ნაწილობრივ მაინც განახორციელა.
მართალია, მარტინმა სატელევიზიო პროექტებზე მუშაობისას წარმატებას მიაღწია, ტელევიზიის სტანდარტები მისთვის მაინც ხელისშემშლელი იყო. მას გამუდმებით უწევდა შენიშვნების მიღება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი — არ
მარტინის ლეგენდარული „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ სატელევიზიო ეკრანზე HBO-მ გააცოცხლა. სერიალი 2010-იანების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. როგორც ჩანს, მწერალი არა მხოლოდ კმაყოფილი დარჩა თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციით, კომპანიას მისთვის ასე საძულველი სტანდარტების შეცვლასაც უმადლის.
2006 წელს სანტა–ფეში კინოთეატრი დაიხურა, რამაც ქალაქის ბევრ მცხოვრებს, მათ შორის, მარტინს, გული დასწყვიტა. წლების შემდეგ, მწერალმა უკვე საკუთარი სახსრებით შეძლო, კინოთეატრი კვლავ გაეხსნა. 2013 წელს გახსნილ კინოთეატრში დღეს ფილმების გარდა საგანგებო ღონისძიებებიც იმართება — მაგალითად, იქვე აჩვენებდნენ სატახტოთა თამაშის სერიებს. ობიექტს ეკუთვნის ბარიც, სადაც ვესტეროსის სასმელებით გაგიმასპინძლდებიან.
მომავალმა მწერალმა ჭადრაკის თამაში სკოლის პირველივე კლასებში ისწავლა. თამაში კოლეჯშიც გააგრძელა, მერე კი მოჭადრაკეების გუნდის კაპიტანი გახდა.
ავტორი