,,პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინელ კოლეგასთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.
მორავეცკმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის.
,,პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჰიბრიდული თავდასხმა, პოლონეთი–ბელარუსის საზღვარზე, იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. ჩვენ, ორივე ქვეყანა ვეწინააღმდეგებით ამ საფრთხეებს“, – თქვა მორავეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთის საზღვრის უსაფრთხოება არ ეხება მხოლოდ მათ ქვეყანას.
პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ–რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენ ვიცი რომ ფინეთიც ფიქრობს გარკვეულ ბერიერებზე, ასევე კედლებზე რუსეთის საზღვართან.“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა
მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას.
ავტორი