ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით, ცენტრალურ ტრასაზე, საორენტაციო ბოძები არაერთხელ დააზიანეს ან სრულად მოთხარეს. ახლაც, ზოგ ადგილზე, თანმიმდევრულად არის მოთხრილი, ზოგან გადატეხილი.
_გამიშრეს სისხლი. გასულ წელს ორასი ცალი მოთხარეს და დაყარეს. არის შემთხვევები, როცა მანქანა დაეჯახა. თუმცა, უმეტესად მავნებლობას და განზრახ დაზიანებას აქვს ადგილი, _ გვითხრა „გზამშენ 18“-ის დირექტორმა თემურ ჯახვამ.
მისივე თქმით, მალე ეს დაზიანებული და დამტვრეული საორიენტაციო ბოძები უნდა შეცვალონ ახლით.
ავტორი