ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა განახლებულ მოხსენებაში აღწერს სვატოვოს რეგიონში არსებულ ვითარებას, სადაც ბრძოლა გრძელდება.
დაზვერვის ინფორმაციით, სვატოვის რაიონი რუსული ჯარისთვის დაუცველ ფლანგად არის ქცეული.
როგორც დაზვერვა წერს, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინტენსიური საარტილერიო სროლები გრძელდება ჩრდილო–აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში. ფრონტის სხვადასხვა სექტორებში, რუსული ჯარი აგრძელებს პრიორიტეტულ თავდაცვითი პოზიციების შექმნას, თუმცა ჯარის უმრავლესობა თითქმის სრულად დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი წვევამდელებით.
მიუხედავად ამისა, რომ რუსეთის სამხრეთ–დასავლეთის ფრონტის ხაზი, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპირო ახლა უკეთ არის დაცული, რუსული ძალებისთვის სვატოვოს სექტორი, სავარაუდოდ უფრო დაუცველ ფლანგად იქცა.
ვინაიდან სვატოვო მნიშვნელოვანი დასახლებაა ლუგანსკის რეგიონში, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ ქალაქის კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტად მიიჩნევს. ამავდროულად, მეთაურები, სავარაუდოდ რთულ სამხედრო რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან მათ უნდა შეინარჩუნონ საიმედო თავდაცვა და სამხრეთით, დონეცკის რეგიონში უნდა მოიძიონ რესურსები სამხრეთით შეტევითი ოპერაციებისთვის.
ბრინატული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია. რუსული ჯარი საბრძოლო მასალისა და კვალიფიციური სამხედრო პერსონალის მწვავე დეფიციტის განიცდის.
ავტორი