ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა კოვიდინფიცირებით გარდაცვალების შემთხვევა.
როგორც BBC იუწყება, შაბათის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქში სამი გარდაცვალება დაფიქსირდა, რითიც ქვეყანაში დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 5,229-მდე გაიზარდა.
პეკინი, სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ისევ ჩაკეტილია.
სპეციალური წესი მოქმედებს მათთვის, ვინც დედაქალაქში მიემგზავრებიან. მათ მოუწევთ ვიზიტის პირველი სამი დღის განმავლობაში ტესტების გავლა.
ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტის სპიკერმა გააკეთა განცხადება, რომ პეკინს ემუქრება “საშინელი და რთული ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სიტუაცია”.