რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი არ არის.
“ვთხოვთ ხარკოვის რეგიონის მცხოვრებლებს: ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს!“ – აცხადებს სინეგუბოვი.
ცნობისთვის, ხარკოვის რეგიონის განთავისუფლების შემდეგ რუსი დამპყრობლები ისევ აგრძელებენ რეგიონის დაბომბვას.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 25 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღით ასევე დაარტყეს ვოლჩანსკს, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაიჭრა მამაკაცი. დარტყმები იყო კუპიანსკზეც.