სინდისი მაწუხებს რომ დღეს გამეცინა, ყავის დასალევადაც გავედი კაფეში, ვისეირნე, ტანსაცმელების ყიდვაც მოვასწარი და ამ დროს….
ამ დროს 25 წლის გმირ ბიჭს ვგლოვობთ, რომელიც უკრაინაში დაეცა გმირულად, ღირსეულად.
აქამდე ხომ ყველა დაღუპულზე ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ ჯამბულათი რადგან ჩემი მუნიციპალიტეტიდან იყო, ასმაგად განვიცადე.
არ ვიცი, ამ დროს მარტო ერთი კითხვა მაქვს, მხოლოდ ერთი…. სად ხარ ღმერთო? სად? რატომ? რისთვის?????
გული მაქვს ცუდად, რომ წარმოვიდგენ, როგორი გოლიათი უნდა მიებაროს ცივ მიწას, რამდენმა თოვლმა და წვიმამ უნდა გადაიაროს მის მართლა უშიშარ გულზე!!!
რამხელა ძალა სჭირდება ეხლა მშობლებს!!!
რაზე ვჯავრობთ ადამიანები, როცა ასეთ გმირებს ვკარგავთ!
ხოდა ყველა რუსეთუმეს, ვის ოდნავ გაპრავებასაც დავინახავ, თავზე დაგახურავთ ყველაფერს!
მართლა გაეთრიეთ და გაბნელდით ჩემი ფრენდებიან და საერთოდ მომშორდით!!!!!!
იმედი მაქვს ღმერთო მაგ ღორებისთვისაც მოიცლი! ყველასთვის!!! _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის ბრძოლაში ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერია 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.