ამერიკული მას–მედიის მტკიცებით, ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი, უბერებელი კლინტ ისტვუდი საკუთარი მამულის აღმშენებლომამ გაიტაცა.
ისტვუდმა კალიფორნიაში მდებარე ნაკვეთში მასშტაბური მშენებლობა წამოიწყო.
მსახიობი ჯერ კიდევ 30 წლის წინ პატარა ქალაქ კარმელში დასახლდა. მის მფლობელობაში რამდენიმე სახლი, რესტორანი და გოლფ–კლუბია.
მამულის გრანდიოზულ მშენებლობაში უკვე 20 მილიონი დოლარია დახარჯული. პროექტის დასრულებისთვის კიდევ რამდენიმე წელია საჭირო.
საინტერესოა მოესწრება კი ამ დღეს 92 წლის მსახიობი. თავად „მშენებელს“ ეს ფაქტი სულაც არ ანაღვლებს.
„მე მშენებლობის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასაკში შესვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მიწების შესყიდვა და ახალი სახლების აშენება ჩემი გატაცება ყოფილა,“ – აღიარა კლინტ ისტვუდმა.
ავტორი