მელიტოპოლში ჩრდილოეთ ოსეთის ქვედანაყოფი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი).
უკრაინული მედია ეყრდნობა ექსპერტ ირაკლი კომახიძის ცნობას, რომ ლიკვიდირებულ ოკუპანტებს შორის ბევრი ოსია, შესაძლოა სოსლან ფიდაროვი – ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. დამსახურებული არტისტი, რომელიც ახლახან ჩავიდა ზაპოროჟიეს რაიონში „ჰუმანიტარული მისიით“ საოკუპაციო კონტიგენტის მხარდასაჭერად.
ფიდაროვის ლიკვიდაციაზე ოკუპანტებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.