საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ეკლესია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული XIX საუკუნით თარიღდება. ნაგებობისგან მხოლოდ სამრეკლო და ნანგრევები იყო შემორჩენილი. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და ტაძარს ისევ დაუბრუნდა ძველი იერსახე. ტაძრის საზეიმო გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შემოქმედელი ეპისკოპოსი მეუფე იოსები, ფონდი ,,ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.
(R)