აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიტის წინ twitter-ზე გამოხატა კეთილი სურვილები ზელენსკის მიმართ და დაწერა, რომ ორ ლიდერს „ბევრი აქვს განსახილველი“.
ბაიდენი ამბობს, რომ ის “აღფრთოვანებულია” ზელენსკის აშშ–ში მისალმების გამო.
“იმედია, კარგად მგზავრობ. მოხარული ვარ, ვიზიტით. განსახილველი ბევრია”,– წერს ბაიდენი
პოლონურმა ტელევიაზიამ TVN-ვიიდეოთი დააფიქსირა მომენტი, როდესაც ზელენსკი მატარებლით ჩავიდა პჟემისლში, პოლონეთ–უკრაინის საზღვართან ახლოს. TVN-ის ცნობით, ზელენსკი შემდეგ აშშ–ში გაფრინდა ჟესზოვის (RZE) აეროპორტიდან ვაშინგტონში. ზელენსკი უკრაინაში აშშ–ის ელჩთან ბრიჯიტ ენ ბრინკთან ერთად ნახეს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით მიმართავს კონგრესს. აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაიდენმა და ზელენსკიმ 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას განიხილეს ვაშინგტონში ვიზიტი.
ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.
ცნობისთვის, დღეს 21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა.
ავტორი