დედამიწაზე იმდენი მწერი ცხოვრობს, რომ თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 250 მილიონი მოდის. მათი 15 პროცენტი მტაცებელია, 5 პროცენტი – სისხლისმსმელი.
მსოფლიო მოსავალის 25-39 პროცენტს ყოველწლიურად სწორედ მწერები ანადგურებენ.
კოღოების 80 პროცენტი შინაური ცხოველებისა და ადამიანების სისხლით იკვებება.
ჭიანჭველას თავის წონასთან შედარებით 50-ჯერ მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია. ხოლო, თუ ეცემა, აუცილებლად – მარჯვნივ.
რწყილი თავის სიგრძესთან შედარებით 350-ჯერ მეტ სიგრძეზე ხტის.
ერთი კილოგრამი თაფლის მოსაგროვებლად ფუტკარი ათ მილიონ ყვავილს უნდა ესტუმროს და ასი ათასი ულუფა ნექტარი უნდა მიირთვას.
კრაზანას ფრენის სიჩქარე საათში 18 კილომეტრია, კალია კი საათში 95 კილომეტრი სიჩქარით დახტის.
ხოჭოს ვაშლის გემო აქვს, ანუ, თუ ხოჭოთი ჩაიტკბარუნებთ პირს, ვაშლის არომატს შეიგრძნობთ. მატლის გემო კი ძალიან ჰგავს შემწვარი ბეკონისას.
პეპელა საკვების გემოს თავისი ფეხებით შეიგრძნობს.
ავტორი