ახალი წელი ადამიანების დიდი ნაწილისთვის საყვარელი დღესასწაულია. ამ დროს საჩუქრებს ცვლიან, დროს სასიამოვნოდ ატარებენ და ცხოვრების დღეებს ილამაზებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ და ვერ იღებენ სიამოვნებას საახალწლო მხიარულებით, არც ნაძვის ხის მორთვა ხიბლავთ, ვერც ტრადიციული საახალწლო ოჯახური წვეულებით ერთობიან, საჩუქრების შერჩევის პროცესი კი, ნამდვილ ტანჯვად ექცევათ ხოლმე. სწორედ ამ მიზეზების გამო, მათ ერთი სული აქვთ, როდის ჩაივლის სადღესასწაულო პერიოდი.
ასტროლოგები ახალი წლის მიმართ ადამიანების მსგავს დამოკიდებულებას ვარსკვლავებს უკავშირებენ.
ისინი გამოყოფენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებსაც ახალი წელი არ უყვართ.
1. მშვილდოსანი – ცოტა გასაკვირია, მაგრამ მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ მშვილდოსანს ახალი წელი არ ხიბლავს. მას არ ესმის, რატომ უნდა დახარჯოს ამდენი ფული სხვადასხვა სახის საჭმელების მოსამზადებლად საახალწლოდ.
ნაძვის ხის მორთვაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. საჩუქრების ყიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მშვილდოსანი თვლის, რომ დროს ტყუილად კარგავს, როცა შესაძლებელია უფრო საინტერესო საქმეებით დაკავდეს, ვიდრე საახალწლოდ მაღაზიების რიგში დგომაა.
2. ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ახალი წელი არ უყვარს, კირჩხიბია – მგრძნობიარე და კომუნიკაბელურ კირჩხიბს უამრავი მეგობარი ჰყავს და მისთვის ახალი წლის დადგომა ნამდვილი ტანჯვაა, რადგანაც ყველასთვის უნდა მოიფიქროს საჩუქარი და ეს არც ისე მარტივი საქმეა. მოფიქრების გარდა, საჩუქრებს ბევრი ფული სჭირდება.
კირჩხიბს არ უყვარს ხალხმრავლობა, რაც ახალი წლის დღეებში გარდაუვალია, სწორედ ამიტომ, ერთი სული აქვს, როდის გაივლის ეს დღეები, ან ცდილობს ხოლმე, რომ ახალ წელს სადმე განმარტოვდეს, რომ გადაჭარბებულმა აურზაურმა არ შეაწუხოს.
3. თხის რქა – გასაკვირი არ არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ვერ იტანენ ახალ წელს. ისინი თვლიან, რომ სადღესასწაულო პერიოდში ძვირფას დროს ფუჭად კარგავენ. შრომისმოყვარე კირჩხიბს 1 იანვარსაც კი არ სურს დაისვენოს. ეს პერიოდი ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ნამდვილი ტანჯვაა.
თხის რქას არ ესმის რას და რატომ ზეიმობს ხალხი, რატომ იხარჯება ამდენი ფული. გამორიცხულია, ის საჩუქრების შესაძენად თანხას არ დახარჯავს. თუ შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ ოთახში ჩაიკეტება და სამსახურებრივი საქმიანობით დაკავდება.