BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა განაცხადა, რომ საახალწლო სარაკეტო თავდასხმა, რომლის დროსაც სულ მცირე 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მოხდა იმის გამო, რომ ჯარისკაცები იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს.
ოფიციალური პირების თქმით, აკრძალული ტელეფონების გამოყენებამ მტერს საშუალება მისცა დაედგინა მაკიივკსკაში სამიზნეს ადგილმდებარეობა. გამოძიება უკვე დაწყებულია.
ეს არის ყველაზე მეტი დაღუპულთა რიცხვი, რომელიც რუსეთმა აღიარა ომში.
რუსეთმა განაცხადა, რომ ახალი წლის დღეს, ადგილობრივი დროით 00:01 საათზე, პროფესიული კოლეჯის მიმართულებით ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემიდან „ჰიმარის“ ექვსი რაკეტა ესროლეს, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს.
დაღუპულთა შორისაა პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.
მომხდარის გარემოებებს კომისია იძიებს.