სწავლა წარმატებული მომავლის საფუძველია, თუმცა, ის სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო ვარსკვლავი გახდე. ამ ფაქტს ბევრი კინოვარსკვლავის ცხოვრების მაგალითი ამყარებს.
ჯონი დეპმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა, იმისათვის რომ გამხდარიყო როკ მუსიკოსი.
ბიოქიმიკოსის შვილმა, ოსკაროსანმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა, ავსტრალიაში ცხოვრების დროს სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა იმ სურვილით, რომ მსახიობი გამხდარიყო. პირველად მსახიობი 16 წლისა გამოჩნდა ეკრანზე, მანამდე თეატრში თამაშობდა.
ჯონ ტრავოლტამ სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ჯერ მოდელის, შემდეგ კი მსახიობის კარიერა შეიქმნა.
ოსკაროსანმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა სკოლა და აფრიკა 16 წლის ასაკში მიატოვა და დედასთან ერთად ჰოლივუდის დასაპყრობად გაემართა.
მსახიობს და მომღერალს შერის სკოლაში ყოველთვის პრობლემები ჰქონდა, მისი მთავარი პრობლემაა დისლექსია იყო. მან სკოლა 15 წლისას მიატოვა და მოდელობა დაიწყო.
რობერტ დე ნირო ნიუ იორკის სკოლიდან იმის გამო წამოვიდა, რომ ქუჩური საძმოს წევრი გამხდარიყო.
რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ სწავლა იმიტომ მიატოვა, რომ კინოს გადაღება სურდა და ეს სურვილი აისრულა კიდეც. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის ჰოლივუდში თავისი ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით ყველასგან გამორჩეულია.
არც ტარანტინოს მუზას უმა ტურმანს დაუმთავრებია სკოლა, ის სკოლა ინტერნატიდან 15 წლისა წამოვიდა, რათა სამსახიობო ხელოვნება შეესწავლა.
ჩარლი შინი საუკეთესო ბეისბოლისტი გახლდათ სკოლის გუნდში, მაგრამ სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გაცდენების გამო გარიცხეს.
მსახიობი კიანუ რივზი სკოლის ჰოკეის გუნდის ვარსკვლავი იყო. მან სწავლას მსახიობური მისწრაფებების გამო დაანება თავი.
ავტორი