11 – 13 იანვარს თბილისში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს პირველობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შინ გუნდური მეორე ადგილი და ხუთი მედალი, მათ შორის ოთხი ვერცხლი და ერთი ოქრო წამოიღეს.
I ადგილი საბა მამალაძე – 82 კგ
II ადგილი ლუკა ჯავახაძე – 55 კგ
ავთო მამალაძე – 63 კგ
ნიკოლოზ შიუკაშვილი – 87 კგ
ცოტნე ცინცაძე – 130 კგ
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა: ძმებმა ზურაბიანებმა, გურამ მაჭარაშვილმა, კახაბერ აბაშიძემ, უჩა მჟავანაძემ, თენგიზ ლაბაძემ და ლაშა გუჯაბიძემ მოამზადეს.
ავტორი