საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ბრიტანეთის მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა არგენტიერის მყინვარზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი პარტნიორთან და გიდთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა მაშველებმა და ექიმმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
პროკურორმა ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო და ექსპერტიზა დანიშნა.